კომპანია "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მობილურ მომსახურებაზე, ფიქსირებულ ინტერნეტსა და აიპი ტელევიზიის შერეულ პაკეტებზე ტარიფების ზრდა იგეგმება, აფბა ეხმაურება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსის განმარტებით, იმ ფონზე, როცა კომპანიების ხარჯი მუდმივად მცირდება, მომსახურების ფასის მატების არანაირი საფუძველი არ არსებობს. გიორგი კაპანაძის შეფასებით, მაგთიკომისა და სილქნეტის გადაწყვეტილება კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტარიფებზე ზედა ზღვარის დაწესებას ურჩევს.