ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ამერიკის დედაქალაქს ეწვია, და ადგილოვბრივ ვიზარდსს დაუპირისპირდა. შეხვედრაში ინიციატივა თავიდანვე მასპინძელმა გუნდმა აიღო და პირველი მეოთხედის 12 ქულით მოიგო. ამის შემდეგ ვაშინგტონელებმა მიღებული უპირატესობა შეინარჩუნეს და მატჩში 101-87 იმარჯვეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე არასრული 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3მოხსნა 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ტრევორ არიზა დასახელდა, რომელმაც 20 ქულის 4 პასის და 12 მოხსნის მოგროვება შეძლო. შეგახსენებთ, რომ დეტროიტი და ვაშინგტონი თანაბარი, 20-20 მოგებით და 26-26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 მე-10 ადგიულს იყოფეენ.