საქალაქო სასამართლოს გარდა, სადაც ჭიდაობის ფედერაციის სკანდალზე მოწმეების დაკითხვა სასამართლო წესით მიმდინარეობდა, დაკითხვების სერია გაგრძელდა პოლიციაშიც. სამართალდამცავები ყველა იმ პირის ჩვენებას ისმენენ ვინც სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტს შეესწრო.სამართალდამცავებს ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმაც, რომელიც ინციდენტის დღეს სპორტის სასახლეში იმყოფებოდა. მისი თქმით, იქ მყოფმა ყველა პირმა დაინახა თუ რა დაზიანება მიაყენა გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს. ცნობისთვის საქართველოს ჩემპიონატის მიმდიანარეობისას, ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.