რუსეთის პოლიციამ მოსკოვში იაპონიის საელჩოსთან 11 ადამიანი დააკავა. ისინი კურილის კუნძულების იაპონიისთვის შესაძლო გადაცემას აპროტესტებდნენ. როგორც "ევრონიუსი" წერს, საპროტესტო აქცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და იაპონიის პრემიერ შინძო აბეს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე გაიმართა. იაპონიისა და რუსეთის პირველმა პირებმა სწორედ ამ სადავო კუნძულების საკითხზე იმსჯელეს. დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, კურილის კუნძულები რუსეთის სამხრეთით, ხოლო იაპონიის ჩრდილოეთით მდებარეობს. და მასზე კონტროლს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვი ახორციელებს.