უკრაინამ ევროკავშირში თაფლის, ღვინის, ვაშლის წვენის და ასევე, სიმინდის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოწურა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, შეიცვალა კვოტების დახურვის მიმართულება სხვა პროდუქციაზე, ამ დროისთვის გამოყენებულია მხოლოდ 3% საექპორტო პომიდორზე, მაშინ როცა წინა წელს ის 11% იყო.
როგორც ცნობილია, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება მოქმედებს, რომელიც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ნაწილია. ამ შეთანხმების საფუძველზე უკრაინისთვის ევროკავშირში 36 სახის პროდუქციაზე უტარიფო კვოტები მოქმედებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, ექსპორტზე უკვე ტარიფიანი გადასახდელები ამოქმედდება.