ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში. შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. საელჩოს ინფორმაციით, Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში.