პრემიერი მიიჩნევს, რომ კახა კალაძეს ეთიკის ნორმები არ დაურღვევია, როცა ქალაქის მერმა ოპოზიციას მთაწმინდიდან „გამოქანებისკენ“ მოუწოდა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მთელი საარჩევნო პერიოდი ოპოზიცია სიძულვილის ენით გამოირჩეოდა და ეს ისევ გრძელდება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ბახტაძე აცხადებს, რომ კალაძის განცხადება იუმორისტული ჟანრია და მას ეთიკის ნორმების დარღვევასთან კავშირი არ აქვს.