ქართველი მოჭადრაკე ლევან ფანცულაია ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველი ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი თუმცა პირველობა არავის დაუთმო. მე-2 ადგილი ირანელმა მასუდ მოსადეგპურმა დაიკავა, მე-3 საფეხური კი ბელარუს კირილ სტუპაკს ერგო.