"თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, დამრღვევი უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა აცვია თუ არა" - ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, გარევაჭრობა კანონით უნდა დარეგულირდეს. აბაშიძე თვლის, რომ ეკლესიას არანაირი პრივილეგიები და უპირატესობები არ უნდა ჰქონდეს