სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს, მაგალითად, ვარკეთილის ხიდის 50 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია 7 თვე გრძელდებოდა, რაც კატასტროფაა.თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის წევრებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რომ მსგავსმა კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ შორის, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიების ერთგვარი „შავი სიის“ შედგენაც შესაძლებელია