ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე მძლავრია და მას ვერავინ დაეტოლება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.მისივე შეფასებით, შტატების ეკონომიკის მაჩვენებელი ყველა სხვა ქვეყნისას აღემატება. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელებულია და მეტიც ის 38%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია.