რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია, რომელიც მცდარ და დესტრუქტიულ სტრატეგიას წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბალკანეთში თავისი ყოფნის გაძლიერებას ცდილობს."ამგვარად კი ისინი უბრალოდ გამყოფ ხაზებს ქმნიან ევროპულ კონტინენტზე და უხეშად არღვევენ უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, არა სტაბილურობის განმტკიცებას, არამედ ევროპაში დაძაბულობის ზრდას იწვევს" - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.