ქართული კომპანია Uvie’s berries, მიმდინარე წლის მაისში ევროკავშირის ბაზარზე ახალი მოცვის გატანას გეგმავს. ამის შესახებ East Fruit-თან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელმა, ეკატერინე ვეფხვაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ექსპორტთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება პარტნიორებთან უკვე მიღწეულია. როგორც ეკატერინე ვეფხვაძე აღნიშნავს, წელს მოცვის სეზონზე, რომელიც 6 კვირიანია და მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, სავარაუდოდ 30 ტონამდე საექსპორტო პროდუქციის წარმოებას გეგმავენ. Uvie’s berries-მა მოცვის პლანტაციები 2016 წელს ოზურგეთის რაიონში 10 ჰექტარზე გააშენა. კომპანიამ ნერგების იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჰოლანდიიდან განახორციელა.