რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი თედორაძე დაკითხეს. როგორც სასამართლო პროცესზე განაცხადა, მკვლელობის დღეს და დაახლოებით იმ დროს, როდესაც სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლეს, მან ოფისის უკანა კარიდან გამოსული გიორგი ჭანტურია დაინახა, რომელიც იარაღს ქურთუკის ჯიბეში იდებდა. ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოწმე თედორაძემ საკუთარი ჩვენება მეორედ დაკითხვის შემდეგ შეცვალა, მანამდე ის აცხადებდა, რომ არაფერი არ გაუგია და არ დაუნახავს. პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით კი მოწმე ირაკლი თედორაძემ პროცესზე საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრა, იმაზე თუ როგორ დაინახა გიორგი ჭანტურია მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილიდან იარაღით ხელში გამოსული. დაზარალებული მხარის, კერძოდ სამსონ ქუთათელაძის ოჯახის უფებების დამცველი ლევან ზაქარაძე აცხადებს, რომ ოჯახი დეტალებში იცნობს საქმის გამოძიების მასალებს და მისხალითაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ მკვლელობა სწორედ ჭანტურიამ ჩაიდინა.