საქონლის ხორცზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია. ამასთან, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება საგრძნობლად იკლებს. უფრო კონკრეტულად კი, ადგილობრივი ხორცის წარმოება, წლიურად 20-24 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა მასზე მოთხოვნა 30 ათას ტონას აჭარბებს. ამ ეტაპისთვის, 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი 14-15 ლარის ფარგლებში მერყეობს. ზოგ შემთხვევაში ფასი 20 ლარსაც აჭარბებს. წარმოების სიმცირესთან ერთად, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ხორცის ნაკლებობა იმითაც აიხსნება, რომ ექსპორტზე დიდი ოდენობით ხორცი გადის. კერძოდ კი, 2017 წელს, უცხოურ საექსპორტო ბაზრებზე 19 ათასი ტონა საქონლის ხორცი გავიდა. საქონლის ხორცის გაძვირებაზე საუბრობენ მოვაჭრეებიც. მათი თქმით, შესასყიდი ფასი გაძვირებამ, სარეალიზაციო ფასის ზრდა გამოიწვია.