2018 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მილიონ 98 ათას 900 ტონა შეადგინა, რაც 3 ათას 100 ტონით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის განმავლობაში ბენზინის იმპორტმა 542 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 556 ათას 900 ტონა შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა - 292 ათას 200 ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი, რომელმაც ამ პოზიციაზე რუმინეთი ჩაანაცვლა.
ცნობისთვის, გასულ წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა 217 ათას 400 ტონა რუსეთიდან, ხოლო დიზელის საწვავის აზერბაიჯანიდან განხორციელდა და 174 ათას 500 ტონა შეადგინა.