თეოლოგი: "გაუგებარია , რა საჭიროა დალოდება ეკლესიის პოზიციის" - Palitra News

თეოლოგი: "გაუგებარია , რა საჭიროა დალოდება ეკლესიის პოზიციის"

2019-01-14 20:34:25+04:00

”საქართველოს სახელმწიფომ უნდა მიმართოს უკრაინის სახელმწიფოს, და შესაბამისად, უნდა მიულოცოს, რადგან ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.“ - ასე აფასებს თეოლოგი ვაჟა ვარდიძე ხელისუფლების პოზიციას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან მიმართებით. მისი თქმით, ის რომ საქართველოს უკრაინის მიმართ გარკვეული გამოხმაურება ექნება, არის სწორი. თუმცა, თეოლოგისთვის გაუგებარია , რა საჭიროა დალოდება ეკლესიის პოზიციის, რადგან მისი აზრით, სახელმწიფოს პოზიცი ეკლესიის პოზიციის გაგრძელებაა.“ თეოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მარტივად უნდა მიმართოს უკრაინას და მიულოცოს ეს მოვლენა, იმიტომ რომ, ეს უკრაინელებისათვის ისტორიული და ღირსშესანიშნავი მოვლენაა.