ლა ლიგას მე-19 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "ეიბარს". "ბარსელონამ" 43 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" ისევ 5 ქულით უსწრებს. კატალონელთა არგენტინელმა 10იანმა ლეო მესიმ ლალიგაში მე-400 გოლი გაიტანა, რაც აბსოლუტური რეკორდია. გარდა მესისა ეიბარის წინააღმდეგ თავი ორჯერ ლუის სუარესმა გამოიჩინა.ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირი 17 გოლით მესია, მეორე ადგილზე 14 გოლით სუარესია.