ჩინეთში ყველაზე გრძელი, 440 მეტრის სიგრძის სწრაფმავალი მატარებელი ექსპულატაციაში შევიდა. ქვეყნის სწრაფი სარკინიკგზო ხაზი 29 ათას კილომეტრამდე გაფართოვდა.
ახალი სწრაფი მატარებლი მგზავრებმა უკვე გამოსცადეს. შედეგად ორ პროვინციას შორის მანძილი 6-დან 2 საათამდე შემცირდა. მატარებლის ახალ მოდელებს, რომლებსაც ტყვიამფრქვევებსაც ეძახიან 1,283 მგზავრამდე გადაყვანა შეუძლია. 2020 წლამდე ჩინეთის სარკინიგზო ქსელის 30 ათას კილომეტრამდე გაფართოება იგეგმება.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სწრაფი მატარებლები პეკინსა და ქალაქ ჩჟანცზიაკოუს დააკავშირებს. მგზავრობის ხანგრძლივობა 50 წუთი იქნება.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ნაწილი პეკინში, ნაწილი კი მასთან ახლოს მდებარე ქალაქ ჩჟანცზიაკოუში გაიმართება.