ბრიტანეთის სამეფო კარი ყოველთვის მონდომებით ცდილობდა სკანდალების მიჩქმალვას, თუმცა რაც მეტს მალავდა, მით უფრო აღვივებდა საზოგადოების ინტერესს. გამონაკლისი არც დედოფალ ვიქტორიას შთამომავლები აღმოჩნდნენ, რომელთაც მართალია, დედის პირადი ცხოვრების და განსაკუთრებით ინდოელ მსახურთან უცნაური ურთიერთობის ყველა დოკუმენტი, მათ შორის პირადი ჩანაწერები გაანადგურეს, მაგრამ სკანდალს მაინც ვერ დააღწიეს თავი, რადგან აბდულ კარიმის დღიურმა, რომელიც 2010 წელს გასაჯაროვდა, ათწლეულების წინ მივიწყებული ისტორია გააცოცხლა და კიდევ ერთხელ გაახსენა ბრიტანელებს დედოფლისა და მისი 40 წლით უმცროსი მსახურის იდუმალებით მოცული რომანი.