საქართველოში ვაშლის რეკორდული მოსავლისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების გამო, პროდუქტის ღირებულება საკმაოდ დაბალია. როგორ East Fruit წერს, 2018 წელს საქართველოში მიღებული ვაშლის მოსავალი, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით, 230 ათასი ტონა იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის, 5-ჯერ აღემატება.
სამრეწველო ვაშლის ღირებულება 10 თეთრია, რაც საკმაოდ დაბალი ფასია, თუმცა გაცილებით მაღალია, ვიდრე გასულ წელებში იყო.