მიმდინარე სეზონზე ქართველ ფერმერებს ხურმის მოსავალი თითქმის გაუნადგურდათ. როგორც ფერმერების ნაწილი East Fruit-თან საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი ის იშვიათი დაავადებებია, რომელმაც ნაყოფი დამწიფებამდე გააფუჭა.ფერმერის ანზორ მსხილაძის ინფორმაციით, პროდუქტი ნაყოფის გამოღებისთანავე განადგურდა და შეწამვლის მიუხედავად, მოსავალი თითქმის მთლიანად დაიკარგა. ფერმერმა ნაყოფი და ფესვები ლაბორატორიულად შეამოწმებინა და მასში იშვიათი ჯიშის სოკოვანი დაავავებები აღმოჩნდა. ხურმის მოსავალი სენაკში ფერმერ ზაზა ხარშილავასაც გაუფუჭდა. როგორც მან East fruit-თან საუბრისას განაცხადა, ხურმის მოსავალი სოკოვანი დაავადებებისგან ისე განადგურდა, რომ ფაქტობრივად, გასაყიდი რაოდენობა ვერ მოიწია.