ექიმები მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ. გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - ამბობენ მედისოები და ვირუსისგან თავდაცვის აუცილებენ პირობად გეგმიურ აცრებს ასახელებენ. მათივე თქმით, მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ დაელოდოს ვიდრე ავადმყოფს ტემპერატურა 40 გრადუსზე აუწევს და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდება. პედიატრების პროგნოზით, შესაძლოა, სწავლის დაწყების შემდეგ საავადმყოფოებში მომართვიანობამ მოიმატოს, თუმცა ისინი იმ პიკურ მაჩვენებელს მაინც არ ელიან, რაც მანამდე იყო. მათივე თქმით, ბოლო პერიოდში მიმართვიანობა შემცირებულია, რაც სავარაუდოდ, სასწავლო პროცესის გადადებამ გამოიწვია. იგივეს ამბობს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორიც. დავით ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამ დრომდე H1N1-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამ დროისთვის, მცხეთის კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების გამო მკურნალობას 25 პაციენტი გადის.