მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კომპანია Apple iPhone-ის წარმოების 10%-ით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს. გასულ თვეს კომპანიამ დააანონსა, რომ მარტის მეოთხედში დაგეგმილზე ნაკლებ iPhone-ის ახალ მოდელს გამოუშვებდა. თუმცა, ახლა უკვე მეორედ ამცირებენ სმარტფონების დაგეგმილი რაოდენობის წარმოებას.
ახლანდელი მდგომარეობით, iPhone-ის ახალი და ძველი მოდელების წარმოება შემცირდება 40 მილიონამდე, რაც მანამდე დაანონსებულ 47 მილიონზე დაბალია. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებაა, რამაც ამ რეგიონიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა.
Nikkei-ს ცნობით, ახალი რეგულაცია iPhone-ის ისეთ ახალ მოდელებს შეეხება როგორიცაა: XS Max, XS და XR.