ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მოსამართლეების სია მასთან შეთანხმებული იყო. რომან გოცირიძის აზრით, დროის გაჭიანურება მიმართულია არა სიის შესაცვლელად, არამედ იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს სია იყოს მხარდაჭერილი. რაც შეეხება ეკა ბესელიას მიმართა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველა განსხვავებული აზრი, ფრაქციიდან გაწვევით ისჯება