მსოფლიოში ძალიან ბევრია სხვადასხვა კლასის და კატეგორიის სამთო-სათხილამურო კურორტი, ზოგიერთი მათგანი არაა საყოველთაოდ ცნობილი, თუმცა თხილამურებზე სრიალის მოყვარულებმა ნამდვილად იციან რომელია მათ შორის საუკეთესო. სწორედ ამიტომ, მაშინ როცა წინ ასეთი ცივი ზამთარი გვაქსვ და არდადეგებს ყველა სულმოუთქმელად ელოდება, თხილამურის მოყვარულებმა იციან სად უნდა გაატარონ თავიანთი შვებულება, გაერთონ ისრიალონ, გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები, დაეშვან მსოფლიოს შუაგულიდან, დაიპყრონ მწვერვალები და ეზიარონ თავისუფლებას რადაგან როგორც ამბობენ სწორედ მთებშია თავისუფლება, ექსტრემი, თავგადასავალი და ლიდერობა ეს ყევლაფერი ერთ მოძრაობაშია. ნახეთ ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტების ათეული.