იტალიაში, ქალაქ მოდუნიოში საქართველოს 25 წლის მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებული გიორგი ცაძიკიძე 2014 წლიდან იძებნებოდა ქალაქ ნეაპოლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე. მას სასამართლომ 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.გამოძიების ინფორმაციით, დაკავების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მოქალაქემ გვარი შეიცვალა და დედამისის გვარი, იდოიძე აიღო. თუმცა, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად შეძლეს. ამჟამად ის ქალაქ ბარის ციხეშია გადაყვანილი