ეკა ბესელია წავიდა გუნდის და გუნდურობის წინააღმდეგ - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას.როგორც ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებაში აცხადებს ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო გადაწყვეტილი. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არ წარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ:
"ყველაფერს ნათელს მოვფენ!" - ეკა ბესელიას პასუხი ბიძინა ივანიშვილს