"ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს" - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.ბესელიას თქმით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხდება."რაც შეეება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება" - განაცხადა ბესელიამ.
იხილეთ ვიდეო: ივანიშვილის პირველი საჯარო გამოხმაურება ბესელიაზე: რა არის გაუგებარი "პარტიის თავმჯდომარისთვის"?