"მსოფლიო ბანკი" 2019-2020 წლისთვის ნავთობზე საშუალო ფასის ვარდნას, ბარელზე 67 დოლარამდე პროგნოზირებს, რაც 2 დოლარით ნაკლებია ივნისში გაკეთებულ პროგნოზზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - "მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები". თუმცა, ანგარიშის თანახმად, პროგნოზების ცდომილება მაღალია. როგორც ცნობილია, 2018 წელს ნავთობზე საშუალო ფასმა ბარელზე 68 დოლარი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია ივნისის პროგნოზებზე და დაახლოებით 30%-ით მეტია, ვიდრე 2017 წელს.