კადრები და კომენტარი ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მუშებს შეეჯახა - გარდაცვლილია 1, დაშავებული 12 ადამიანი - Palitra News

კადრები და კომენტარი ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მუშებს შეეჯახა - გარდაცვლილია 1, დაშავებული 12 ადამიანი

2019-01-09 10:46:21+04:00

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ:

"ცდილობდნენ შესულიყვნენ ობიექტზე, რა დროსაც გზიდან გადმოუხვია სასწრაფომ" - რას ამბობს იმ ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერი, რომლის მუშებსაც 112-ის ბრიგადა შეეჯახა