"ცდილობდნენ შესულიყვნენ ობიექტზე, რა დროსაც გზიდან გადმოუხვია სასწრაფომ" - რას ამბობს იმ ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერი, რომლის მუშებსაც 112-ის ბრიგადა შეეჯახა - Palitra News

"ცდილობდნენ შესულიყვნენ ობიექტზე, რა დროსაც გზიდან გადმოუხვია სასწრაფომ" - რას ამბობს იმ ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერი, რომლის მუშებსაც 112-ის ბრიგადა შეეჯახა

2019-01-09 10:59:51+04:00

კომპანია დაშავებულ თანამშრომლებს ყურადღებას ყველანაირად მიაქცევს, - ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერმა რატი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ყველა დაშავებული მუშა საქართველოს მოქალაქეა.„ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავებულია 10. ერთი პირი აქედან არის მძიმედ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი თანამშრომლები ცენტრალურ შესასვლელთან იყვნენ. მათ სასწრაფო დახმარების ავტომობილი დაეჯახა. ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა ყველანაირად მივაქცევთ ყურადღებას", - განაცხადა რატი ცქიტიშვილმა.

იხილეთ:

კადრები და კომენტარი ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მუშებს შეეჯახა - გარდაცვლილია 1, დაშავებული 12 ადამიანი