თბილისის მერიამ გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზრის“ ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 იანვარს დაიწყება და 9 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 ათას 800 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზრის“ სრული ორგანიზება.
ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის მიზანი ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და თბილისში დასაქმებული მიკრო და მცირე მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციაა.