არაბი გოგონა, რომელიც ბანგკოკის აეროპორტში დააკავეს, სამშობლოში დეპორტაციაზე უარს აცხადებს. 18 წლის რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნი კუვეითიდან გაიქცა, სადაც იგი ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებდა. ამჟამად არაბი გოგონა სასტუმროს ნომერშია ჩაკეტილი და სამართალდამცველებს დეპორტაციაზე უარს ეუბნება. გოგონა ბანგკოკის გავლით ავსტრალიაში აპირებდა გაქცევას. რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნმა ყურადღება სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებით მიიპყრო. გოგონა ამბობს რომ მან უარყო ისლამი, რის გამოც შიშობს რომ თუ სახლში დაბრუნდება, მას ოჯახის წევრები მოკლავენ.