2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,5 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ფასები 1,4 პროცენტით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა.
კერძოდ, ჯგუფში ფასები გაიზარდა პურზე და პურპროდუქტებზე, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. ხოლო ფასების კლება დაფიქსირდა ზეთზე, ცხიმზე, ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე.