გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევას ოპოზიცია ეხმაურება და ამ პროცესს "ქართული ოცნების" ჩამოშლის დასაწყისად აფასებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ რომ მმართველ პარტიაში დიქტატურა მყარდება და განსხვავებული აზრის გამო კომიტეტებიდანაც ხალხს უშვებენ.ოპოზიციასი ამბობენ რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ გუნდში განსხვავებული აზრის მქონე პირებს დევნის, მაგალითად კი დავით ჭიჭინაძის შემთხვევა მოჰყავთ.