მგლების შემოსევა კახეთში - სოფელ შალაურში მტაცებლებმა თხები დაგლიჯეს. როგორც პატრონი ამბობს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის თხებს საძოვრიდან სახლში აბრუნებდა. მტაცებელმა ორი თხის მოკვლა მოახერხა.თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში იმასაც ამბობენ, რომ ეს მტაცებლის შემოსევის პირველი შემთხვევა არ არის და არ გამორიცხავენ, რომ მგლებმა ადამიანებიც დააზარალონ. ადგილობრივები დახმარებას და სოფლის დაცვას ითხოვენ.