ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა. როგორც Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფი კომპანია Fair trees-ის ადგილობრივმა მენეჯერმა ჟანა ბაბუნაშილმა განაცხადა, ქართული ღვინის შემდეგ, ევროპაში არცერთ ქართულ პროდუქტს ისეთი გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც რაჭული წარმოშობის ნაძვის ხეებს. უნიკალური ჯიშის ნორდმანის ნაძვის ხეებით საახალწლოდ მთელს ევროპას დანია ამარაგებს და სხვადასხვა ქვეყანაში მათი ფასი საშუალოდ 25-დან 100 ევრომდე მერყეობს.ევროპაში კავკასიური სოჭის ნაძვის თესლზე მოთხოვნას, ადგილობრივი კომპანიების მხრიდან მიწოდება აჭარბებს, რის გამოც ბაზარზე გარკვეული პრობლემებია. ჟანა ბაბუნაშვილის განცხადებით, საქართვლოს ბაზარზე დაახლოებით 12-მდე კომპანიაა, რომელიც თესლს სტანდარტების გვერდის ავლით აწარმოებს, რეალურად კი ფასსაც აგდებს და ხარისხსაც.საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ Fair trees 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ათწლიანი ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი. მისივე ინფორმაციით, სულ მალე ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ლიცენზიასაც ვადა გასდის, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდება თუ არა მისი გახანგრძილება, ამ ეტაპზე უცნობია.