მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად ბევრი მილიარდერი ცხოვრობს. Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოში 2 ათას 208 მილიარდერია. საქართველოს კი მხოლოდ ერთი მილიარდერი ჰყავს.UBS-იმ (იუბიეს) და PwC-იმ (პი დაბლიუ სი) იმ 10 ქვეყნის რეიტინგი შეადგინეს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. ჩამონათვალში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც 2018 წელს წინა წელთან შედარებით მილიარდერების რადენობა 4 %-იტ გაიზარდა. კერძოდ, შტატებში 585 მილიარდერი ცხოვრობს. მას მოსდევს ჩინეთი, სადაც 373 მილიარდერი ცხოვრობს. ქვეყანაში წინა წელთან შედარებით მილიარდერთა რიცხვი 5% -ით გაიზარდა. რეიტინგში მე-3 ადგილს გერმანია იკავებს, სადაც 2018 წელს მილიარდერთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა და 123 შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჩამონათვალში ინდოეთი და რუსეთი ინაწილებენ, სადაც შესაბამისად 119 და 101 მილიარდერი ცხოვრობს.
ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ასევე: ჰონკ-კონგი; გაერთიანებული სამეფო; კანადა; სამხრეთ კორეა და ავსტრალია.