შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში - ყაჩაღები თავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" დაესხნენ. იქ 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ჯერჯერობით, უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს თავდამსხმელებმა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა "ლენდოს" ორი თანამშრომელი დაკითხვაზე გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.