მიმდინარე წელს საქართველოში მოქალაქეთა ნაწილს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწია. კერძოდ, გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ეხება.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბიუჯეტში გადახდილი ქონების გადასახადიდან ავტომობილებზე გადახდილი გადასახადი გამიჯნული არ არის. თუმცა, ოჯახების წლიური შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა დაახლოებით 40 ათას ადამიანზე მეტს მოუწევდა.
ცნობისთვის, პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწიათ. 2017 წლის მონაცემებით, 40 ათას ლარზე მეტი და 100 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი 35 ათას 418 პირს, ხოლო 100 ათასი ან უფრო მეტი შემოსავალი 9 ათას 728 პირს ჰქონდა საქართველოში. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შემოსავალი ჰქონდა 32 ათას 787 ფიზიკურ პირს/ოჯახს; 100 ათას ლარზე მეტი კი - 9 ათას 923-ს.