2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა ერთნახევარი ევროთი განისაზღვრა. თანხას ტურისტები ქვეყნის აეროპორტებში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან. მოსაკრებელს გადაიხდის ყველა ტურისტი, განურჩევლად იმისა, მარტო მოგზაურობს თუ ჯგუფთან ერთად. გარდა ამისა, გადასახადი გავრცელდება ყველა ასაკის ადამიანზე. თუმცა, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, მათ, ვისაც 2019 წლის ზაფხულის ტურები უკვე შეძენილი აქვთ, დამატებითი გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ.