სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "სპარტაკი" თანამედროვე სასათბურე მეურნეობა ვანში 9 ათას 500 კვადრატულ მეტრზე მოაწყო. ახალ სასათბურე მეურნეობაში ყოველწლიურად 100 ტონაზე მეტი ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება. როგორც კოოპერატივი "სპარტაკის" დამფუძნებელი East Fruit-თან საუბრისას აცხადებს, ბაზრის მოთხოვნის შესწავლის შედეგად კოოპერატივმა მთელს ტერიტორიაზე ჰიბრიდული კიტრის მოყვანა გადაწვიტა, რისთვისაც თესლის სახეობა „ასკერი“ შეარჩია. კოოპერატივის სამომავლო გეგმებში კი პომიდვრისა და ტბილი წიწაკის წარმოება შედის.აღსანიშნავია, რომ სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციის რეალიზება პირველ ეტაპზე, შიდა ბაზარზე მოხდება. ცნობისთვის, კოოპერატივის მოწყობაში დაახლოებით, 780 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 312 ათასი ლარი გრანტი იყო.