ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 26 დეკემბერს, 30 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, ხოლო მოთხოვნამ 52 მილიონ 735 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.3 პროცენტით, მაქსიმალური 7.59 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.41 პროცენტით განისაზღვრა.