შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამომხმარებლო ტარიფი 1-ელი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება, - ამის შესახებ სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამ წუთებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფებზე მსჯელობენ. გივი სანიკიძის ინფორმაციით, ახალი ტარიფი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 31დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. ცვლილება მილიონამდე აბონენტს შეეხება.