რუსთავში, სასაფლაოზე სამი მამაკაცი დაჭრეს - რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რას ამბობს ექიმი? - Palitra News

რუსთავში, სასაფლაოზე სამი მამაკაცი დაჭრეს - რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რას ამბობს ექიმი?

2018-12-25 10:09:46+04:00

რუსთავში, სასაფლაოს ტერიტორიაზე სამი მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი მუცლის არეში, ორი კი ფეხის არეშია დაჭრილი. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაჭრილების ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდებს კონფლიქტი უცნობ პირებთან აზერბაიჯანელების სასაფლაოზე მოუვიდათ. მათი ინფორმაციით, უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, ახალგაზრდებმა მათ მსგავსი ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. სასაფლაოს ტერიტორიაზე მთელი ღამე მობილიზებული იყო პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.