პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ხმაურით დაიწყო. სხდომაზე დღეს საბაჟო კოდექსის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ. თუმცა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე და ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი დავით ჭიჭინაძე საკითხის განხილვას აპროტესტებენ. როგორც ისინი ამბობენ, კანონპროექტი 2000 გვერდზე მეტია, შესაბამისად, დეპუტატებს ის არც კი წაუკითხავთ. ამიტომ პარლამენტმა საკითხის განხილვა უნდა გადადოს.