ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, მეგა ბემაქსმა, სეზონის ბოლომდე პოდგორიცას "ბუდუჩნოსტში" გაანათხოვრა. მონტენეგრული გუნდი ადრიატიკის ლიგის გარდა ევროლიგაზეც მონაწილეობს და ბითაძე ალბათ, თებერვალში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაეხმარება. "ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით ევროლიგაზე მე-15 ადგილზეა, ადრიატიკის ლიგაზე კი 8 გამარჯვებით მეორე ადგილს იკავებს.