სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "ეკოჰერეთი", შემოდგომაზე, პირველი 10 დღის განმავლობაში, 10 ტონა ხურმის მოსავალი მიიღო. ამის შესახებ East Fruit-თან საუბრისას კოოპერატივის ხელმძღვანელმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში ხურმაზე მოთხოვნა სტაბილურია. მას ყიდულობენ როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ექსპორტისთვის.ცნობისთვის, კოოპერატივი "ეკოჰერეთი" 2015 წელს, ლაგოდეხის რაიონში, 4 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენელმა დააფუძნა. დასაწყისისთვის, კოოპერატივმა ექსპორტის მიზნით თხილისა და ხურმის ნერგები გააშენა, ამჟამად კი ფლობს ხურმის სახეობა "ხაჩიას", რომელსაც "იაპონურ ხურმასაც" უწოდებენ, ასევე თხილის 3 სახეობის პლანტაციებს.