საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკურ კვლევასა და თევზის რესურსების შეფასებას, პირველად საქართველოს ისტორიაში სამეცნიერო კვლევითი გემი განახორციელებს. სამეცნიერო გემზე მომუშავე უცხოელ მეცნიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება.სამეცნიერო კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების პოტენციალი, რაც ხელსშეუწყობს შავ ზღვაში თევზების კვოტირებისგანსაზღვრას, სწორ სარეწაო პროგნოზირებას და მეთევზეობის განვითარებას. აკუსტიკური კვლევით თევზების რაოდენობის განსაზღვრა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სპეციალიზებული, სამეცნიერო-კვლევითი გემის და თანამედროვე აღჭურვიობის საშუალებითგან ხორციელდება.